ანონსი 1 ივნისი

ანონსი  1 ივნისი

1-ელ ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დღეიდან პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის - რა წესები ამოქმედდება და როგორ ხვდება სექტორი სიახლეს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

1-ელ ივნისს, 12:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კომპანია „ტივი ტური“, ვეტერანთა შვილებს უმასპინძლებს და ნავებით უფასოდ გაასეირნებს. შემეცნებითი ტური მდინარე მტკვარზე დაიწყება.

მის: მტკვრის მარცხენა სანაპირო, მშვიდობისა და მეტეხის ხიდს შორის.

საკონტაქტო: რუსუდან ჯაფარიძე - 579 02 90 22

1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მატყუარა პრემიერის მორიგი საშიში მანიპულაციები რიცხვებით - როგორ ამახინჯებს რეალობას რუსების ტროლად ქცეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.

1-ელ ივნისს, 14:00 საათზე, მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და USAID-ის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე და USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე რაიან ჰარისი.

მის: 9 აპრილის ბაღი, ეროვნული გალერეის (ცისფერი გალერეა) უკან.

1-ელ ივნისს, 16:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება - „აირჩიე შენი გმირი“.

მის.: მთაწმინდის პარკი, შადრევნის მიმდებარედ.

საკონტაქტო: ნათია ლეშკაშელი - 595 52 11 52, თათა ძნელაძე - 551 22 66 00