იენს სტოლტენბერგი - ნატოს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებში უკრაინისთვის დახმარების გაწევის მხრივ დაღლილობის ნიშნებს ვერ ვხედავთ - დასავლეთში მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება

იენს სტოლტენბერგი - ნატოს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებში უკრაინისთვის დახმარების გაწევის მხრივ დაღლილობის ნიშნებს ვერ ვხედავთ - დასავლეთში მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება

“უკრაინისგან დაღლილობა” დასავლეთში არ არსებობს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა დასავლეთში მხოლოდ იზრდება.

“ყველა ყურადღებით აკვირდება ჩვენს დემოკრატიებში, ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებში, დაღლილობის ნიშნებს [უკრაინისთვის] დახმარების გაწევის მხრივ. ჯერჯერობით ამას არ ვხედავთ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის მოკავშირეებში ევროპასა და აშშ-ში ჯერ კიდევ არსებობს “ძლიერი მრავალპარტიული მხარდაჭერა” და უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად კიევის “დახმარების პოლიტიკური ნება” ნარჩუნდება.