კანადაში ხანძრის გამო 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, სტიქიამ პროვინციაში ათობით სახლი გაანადგურა. მოსალოდნელი საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასახლებებიდან 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ევაკუაციის ბრძანება ასევე გაიცა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში.
BBC-ის ინფორმაციით, წელს კანადაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრის 100 კერით მეტი დაფიქსირდა, რასაც ექსპერტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ. ტყის ხანძრებს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო გამეხმაურა.
მისი თქმით, კანადის მთავრობა ხანძრის ჩასაქრობად ყველაფერს აკეთებს და სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარონ.

























