ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს „მარცვლეულის შეთანხმებასა“ და უკრაინაში მიმდინარე ომზე ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს „მარცვლეულის შეთანხმებასა“ და უკრაინაში მიმდინარე ომზე ესაუბრა

უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ეფექტურად უწყობს ხელს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და საერთაშორისო სტაბილურობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

„რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. აღვნიშნე თურქეთის პრეზიდენტის პირადი როლი მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაში, რომელიც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ეფექტურად უწყობს ხელს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და საერთაშორისო სტაბილურობას. ჩვენ გავაგრძელებთ მის შემდგომ განვითარებას და ერთობლივ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად!“- დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პრეზიდენტებმა, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის და რეგიონალური საკითხები განიხილეს.