ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა.

მედიის ინფორმაციით, სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა პარტიამ, „სოციალისტურ მუშათა პარტიამ“ რეგიონალურ და მუნიციპალურ არჩევნებში მარცხი განიცადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან აცნობა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს, რომ საპარლამენტო არჩევნები 23 ივლისს ჩატარდეს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების დასამტკიცებლად დღეს მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

”მე მივიღე ეს გადაწყვეტილება გუშინდელი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით,” - აღნიშნა სანჩესმა.

ცნობისათვის, ესპანეთში გუშინ ჩატარებულ რეგიონალურ და ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სოციალისტები ბევრ რეგიონსა და ქალაქში დაამარცხა, მათ შორის ვალენსიის რეგიონალურ მთავრობასა და სევილიის მერიაში.