ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) დენონსაციის შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ხელშეკრულების XIX მუხლის თანახმად, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს, თავისი ეროვნული სუვერენიტეტის განხორციელებისას, უფლება აქვს დატოვოს ხელშეკრულება, თუ გადაწყვეტს, რომ გამონაკლისმა გარემოებებმა საფრთხე შეუქმნა მის ინტერესებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში ნატო-ს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის წევრი 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოწერეს ხელი. შეთანხმება ძალაში 1992 წლის 9 ნოემბერს შევიდა და მას ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედადაც მოიხსენებენ. ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რაოდენობაზე.