ანონსი 28 მაისი

ანონსი  28 მაისი

28 მაისს, 11:30 საათზე, „ქართული ოცნება“ თბილისის ვაკის, პარტიული ორგანიზაციების კონფერენციებს გამართავს. 13:00 საათზე გაიმართება საბურთალოს ორგანიზაციის; 14:30 საათზე კრწანისის ორგანიზაციის.მის: თელავის ქუჩა, 20; სასტუმრო "Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace"

28 მაისს, 12:30, სამების საკათედრო ტაძარში, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირები დაესწრებიან.

28 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება.