რუსეთი გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაძევებას იწყებს

რუსეთი გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაძევებას იწყებს

რუსეთი მომავალ თვეში გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურის სფეროს დაწესებულებების თანამშრომლების გაძევებას იწყებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და „ცალმხრივ, გაუმართლებელ და გაუგებარ გადაწყვეტილებად“ შეაფასა.

Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, გაძევება შეეხება გერმანიის რამდენიმე ასეულ სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებლებსა და პერსონალს.

რუსეთმა გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული დაწესებულებების თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება გერმანიაში რუსული სადაზვერვო სამსახურების ყოფნის შეზღუდვის გამო მიიღო.