აშშ და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ.
წვრთნები სეულსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავს აღნიშნავს.
სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წლევანდელ წვრთნებში ჩაერთვება მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი სამხრეთ კორეიდან და შეერთებული შტატებიდან. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ საკუთარ „ზღურბლთან“ ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს. ჩრდილოთ კორეა, როგორც წესი, სამხრეთ კორეა-აშშ-ის ასეთ დიდ წვრთნებზე სარაკეტო და სხვა იარაღის გამოცდით რეაგირებს. 2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ 100-ზე მეტი რაკეტა გამოსცადა, მათ შორის, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში.

























