დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი უკრაინაში ჩავიდა და კოლეგას, ოლექსეი რეზნიკოვს შეხვდა.
„დიდება მამაც კაცებსა და ქალებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და იცავენ საკუთარ ქვეყანას. მათი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა“, - დაწერა უოლესმა ვიზიტორთა წიგნში.
შეგახსენებთ, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ეწვია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მაშინ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „შედარებით მალე“ მზად იქნება, უკრაინელი მფრინავები დასავლეთის მიერ მიწოდებული მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების შესწავლის მიზნით გაწვრთნას.

























