მექსიკაში ვულკანის გააქტიურების გამო მილიონობით ადამიანს შესაძლო ევაკუაციის გაფრთხილება მისცეს

მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი გააქტიურდა, რის გამოც მილიონობით ადამიანს შესაძლო ევაკუაციის გაფრთხილება მისცეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა ვულკანის კრატერიდან კვამლი და ფერფლი ამოდის.
მათივე ცნობით, კვამლმა პოპოკატეპეტლთან ახლოს მდებარე რამდენიმე დასახლებამდე მიაღწია. სპეციალისტების პროგნოზით, საკმაოდ მაღალია ლავის ამოფრქვევის საშიშროებაც. საფრთხის გამო მექსიკის მასშტაბით ათობით შიდა ავიარესი გადაიდო.
CNN-ის ინფორმაციით, ვულკანიდან 90 კილომეტრის რადიუსში 25 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

























