ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში გაემგზავრება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა მედიას განუცხადა.
„იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და, შესაბამისად, ჩვენი პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა დანილოვმა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს იწყება.
შეხვედრის დროს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ.

























