მედია - ყირიმში სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადასვლა აფეთქებამ გამოიწვია

მედია - ყირიმში სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადასვლა აფეთქებამ გამოიწვია

ოკუპირებული ყირიმის სიმფეროპოლის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხი Mash-ი ავრცელებს.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონი სადგურებს პოხტოვოესა და ჩისტენკოეს შორის მონაკვეთზე რელსებიდან გადავიდა.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზები დგინდება და ამჟამად, სიმფეროპოლი-სევასტოპოლის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.