ანონსი 12 მაისი

12 მაისს, 10:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღევლინება საზეიმო წირვა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
12 მაისს, 10:30 საათზე, რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის გამო დაწესებული საავტომობილო შეზღუდვის და ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობის „ჩავარდნილი პროექტის“ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ლაშა ფარულავა, თორნიკე ავალიშვილი და თემურ ცამციშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფცია, გულგრილობა და დაუდევრობა.
მის: რიკოთის უღელტეხილი. სოფელი ჩუმათელეთი, ხარაგაულის გადასახვევი.
საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18
12 მაისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს
თემა: „ქართული ოცნება მთელს ჩვენს ეკონომიკას რუსეთის ჩრდილქვეშ აქცევს“.
მის: „თბილისი ცენტრალი“.
12 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმში, პარტიის ცენტრალურ ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება; ასევე წარმოდგენილი სამდღიანი აქტივობა.
მის: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ.#28
საკონტაქტო: ნიკა ქაშიბაძე - 557 65 00 09
12 მაისს, 12:00 საათზე, „ლელოს“ წევრი დეა მეტრეველი და ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია დუშეთში ჩავლენ და ბრიფინგს გამართავენ.
თემა: „ინგრევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭილაშვილების სასახლე“.
12 მაისს, 13:00 საათზე, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ბათუმის მოსახლეობას საინფორმაციო ბანერებს დაურიგებენ, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო: ნიკა ქაშიბაძე - 557 65 00 09
12 მაისს, 13:30 საათზე, ზესტაფონში, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისას დაზიანებული საცხოვრებელი კორუპუსის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ლაშა ფარულავა, გიგა გურილი და თემურ ცამციშვილი, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ავარიული საცხოვრებელი კორპუსი, სახიფათო მშენებლობა და მთავრობის პასუხისმგებლობა.
საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18
12 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, „საქართველოს ქალთა პარტია-სამართლიანობისა და თანასწორობისათვის“ ორგანიზებითა და პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ მხარდაჭერით, კონფერენცია - „ქალები ეროვნული სოციალური პოლიტიკისთვის“ გაიმართება.
მის: თელავის ქ.20
12 მაისს, 17:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს.
მის: გორგასლის 24ა
12 მაისს, 19:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში განცხადება გაკეთდება.
თემა: სტრასბურგის გადაწყვეტილება.
მის: კახეთის გზატკეცილი #45
საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

























