ანონსი 6 მაისი

ანონსი  6 მაისი

6 მაისს, 04:25 საათზე, თბილისის აეროპორტში, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ზურაბ ოდიშვილს ჩამოასვენებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი პარტიის წევრებთან ერთად, ლასარეს ტერმინალში დახვდება და პატივს მიაგებს დაღუპულ გმირს.

საკონტაქტო: გიორგი ბოტკოველი - 595 345 555

6 მაისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და ჯანდაცვის რეფორმის კრახი. საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტი მოქალაქეების მიერ მათი ჯიბიდან გადახდილი ფულია“.

მის: „თბილისი ცენტრალი“, „ლელოს“ ოფისი

6 მაისს, 11:00 საათზე, ქუთაისში ნიკეას დასახლებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდება.

მის: ქუთაისი ნიკეას #40გ

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

6 მაისს, 11:00 საათზე, ქობულეთში, ჩოლოქის ხიდთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა და აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

თემა: „ჩოლოქის ხიდის აფეთქებიდან 19 წელი გავიდა“.

საკონტაქტო: ლაშა კომახიძე - 557 915 515

6 მაისს, 12:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ვაჟა ფშაველას 72 (მოდულის შენობა)

6 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმში, „ევროპის მოედანზე“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის სხვა ლიდერებთან და ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად გამართავენ გამოფენას.

თემა: „მიმართვა ევროკავშირის ქვეყნებს - „თავისუფლება მიშას".

საკონტაქტო მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08