ანონსი 5 მაისი

ანონსი  5 მაისი

5 მაისს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალი ჩქაროსნული გზის არაკეთილსინდისიერი მშენებლობა, დაზიანებული სახლები და მინისტრის პასუხისმგებლობა“.

მის: ყაზბეგის N16

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118

5 მაისს, 10:45 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ თბილისში“, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანა პრესკონფერენციას გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: 599 50 01 37

5 მაისს, 11:30 საათზე, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტურისტული სეზონი - ტურისტული ნაკადი და რომელიც ქვეყნებიდან შემოდიან; ფასების მატება; რუსი გიდების პრობლემა და დამახინჯებული ისტორია.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

5 მაისს, 12:00 საათზე, ნაძალადევის რაიონის მე-14 საჯარო სკოლასთან, „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის და ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თბილისის სკოლების გაჭიანურებული რეაბილიტაცია და გაფლანგული მილიონობით ლარი.

5 მაისს, 12:00 საათზე, გორში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყაზახეთის საელჩოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მის: ქ. გორი, სტალინის ქუჩა #26ა, სასტუმრო „ჯორჯია გოლდი“.

საკონტაქტო: 577 20 80 80

5 მაისს, 12:00 საათზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

მის: მ. ასათიანის ქ. 9

5 მაისს, 14:00 საათზე, „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

მის: ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N69.

5 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალქო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის“ გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

თემა: სისხლის სამართლის პროცესი 2021 წლის 14 აპრილის დაკავების ეპიზოდი.

საკონტაქტო: გოორგი მუმლაძე - 579 021 728

5 მაისს, 16:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი საჯარო ლექციას, სახელწოდებით - „ერეკლე II“ გამართავს.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

5 მაისს, 17:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ევროკავშირის პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის“ ფარგლებში, ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსვლელობას გამართავენ.

თემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღის აღნიშვნა.

მის: ბათუმის ცენტრალური პარკი (ყოფილი 6 მაისი)

საკონტაქტო: ანა ასტვაცატურიანი - 598 63 93 61

5 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გაფანტული სკლეროზი და დღეს არსებული გამოწვევები“ .

ღონისძიებას გახსნის ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე თავისუფალი თემით „პაციენტი, ექიმი, თავისუფლება“.

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი 577 24 40 85