ანონსი 4 მაისი

4 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რესპუბლიკაში“, საქართველოს დაზღვევის სახლემწიფო ზედამხედველობის სამსახური საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის ეგიდით ღონისძიებას - „საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია“ გამართავს.
4 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, 9 წამყვანი ბიზნესასოციაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივ განცხადებას მოაწერს ხელს.
მის: რუსთაველის გამზირი 29.
საკონტაქტო: მედეა ლაშხია - 555 38 68 98; ანა კვარაცხელია - 599 570 0 55
4 მაისს, 11:00 საათზე, ქობულეთში სოფელ კვირიკეს ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრი, ლაშა კომახიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქობულეთში შეჩერებული ბაღების მშენებლობა. დახარჯული თანხები, ამოწურული ვადები და შეჩერებული მშენებლობა.
მის: ქობულეთი სოფ. კვირიკე (ცენტრში)
საკონტაქტო: ლაშა კომახიძე - 557 91 55 15
4 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „კრემლის განცხადება, რომლის თანახმადაც, კიევმა კრემლზე იერიში სცადა“.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
4 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გლობალური გადახდებისა და ტექნოლოგიების წამყვან კომპანია Mastercard-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
4 მაისს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას გამართავს. შეხვედრის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, K კორპუსი
4 მაისს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში, პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონალურ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნების ჩატარების პროცედურებს და თარიღს დასახელებს.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 434308.
4 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დაბაზში პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის ახალი წიგნების - „საქართველო რეგიონულ კონტექსტში“ და მისი სტატიების კრებულის - „სხვადასხვა დროის ნაშრომების“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის გამზ.1 (თსუ-ს სააქტო დარბაზი)
4 მაისს, 18.00 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

























