ანონსი 13 აპრილი

ანონსი  13 აპრილი

13 აპრილს, 04:25 საათზე, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს, დავით ქუჩუკიანს ჩამოასვენებენ, დაღუპულ გმირს დახვდებიან და პატივს მიაგებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

მის: თბილისის აეროპორტი

13 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის“ თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, გურამ აბსანძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ერევნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის“ პოლიტიკაში ჩართვა. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 აპრილს, 12:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი რიკოთზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80, 593 941 942

13 აპრილს, 17:00 სააათზე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ გეგელია და ანა ნაცვლიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდებიან.

მის: „ლელო საქართველოსთვის“ ოფისი, სადგურის მოედანი

13 აპრილს, 20:00 საათზე, ანსამბლი „რუსთავი“ ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

მის: პ.მელიქიშვილის 1. (თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი)

საკონტაქტო: 577 10 08 30