ანონსი 21 მარტი

ანონსი 21 მარტი

21 მარტს, 10:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - სამოქალაქო საზოგადოებასთან „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრების შეხვედრა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

21 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს.

21 მარტს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტში ბრიფინგს გამართავს.

თემა: სახელმწიფო დეპარტამენტის რეპორტი.

21 მარტს, 11:00 საათზე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.21

21 მარტს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან მშობლების აქცია გაიმართება.

თემა: საქართველოში ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის - ვოზორიტიდის - VOXZOGO შემოტანა და დაუყოვნებლივი მკურნალობის დაწყება.

21 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის მერიაში საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „როგორ მიიღო 26 მლნ ლარი ივანიშვილის ფავორიტმა „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიამ;

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და ხელისუფლებისგან მიტოვებული ქალაქი".

21 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

21 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

21 მარტს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინთან დაკავშირებით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 მარტს, 13:00 საათზე, „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია სახელწოდებით „როგორ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“ გაიმართება.

დიპლომატიურ კორპუსთან, NGO- სექტორთან და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ევროპული საქართველოს ლიდერები და პარტნიორი ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას არსებული კრიზისის და შესაძლო გამოსავლის შესახებ.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96