საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

The so-called Ministry of Foreign Affairs of occupied Tskhinvali – We do not intend to change our development vector and aspiration; we aim to strengthen our relations with our security guarantor – Russia
-4 minutes ago
07.04.2025 / 17:34

South Ossetia aims to build an independent state and does not intend to change its development vector and aspiration to strengthen relations with its security guarantor — the Russian Federation, the so-called Ministry of Foreign Affairs of occupied Tskhinvali stated in response to a comment made by Georgian Prime Minister Irakli Kobakhidze.

1234567891011121314151617181920
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Irakli Kobakhidze
Georgian Dream chairman
Shalva Papuashvili
Speaker of Parliament of Georgia
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
57
Profile
Other news for today
იაგო ხვიჩია - ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები არის შემოღებული საერთაშორისო მესიჯისთვის: „პუტინის გზაზე გვინდა დადგომა“ - ოპოზიციონერებს რითაც შეგვეძლება დავეხმარებით

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები საერთაშორისო მესიჯის სათქმელად არის შემოღებული, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა - ჩვენ, ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს რითაც შეგვეძლება დავეხმარებით, მთავარია მათ რამე უნდოდეთ,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების შინაარსი საშიშია.

„მგონი, ყველას ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, განსხვავებული პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ნაკლებად აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს კანონი რაიმეს შესაცვლელად კი არ არის შემოღებული, ეს საერთაშორისო მესიჯის სათქმელად არის შემოღებული, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა, ან მზად ვარ ამისთვის. ასეთი ნიშანია და ეს ბევრად უფრო საშიშია ვიდრე ის, რომ მსუსხავი ეფექტი ექნება მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

ამასთან, მან ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ჯერ უცნობია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.

„წელიწადი გავიდა, რაც ოპოზიცია ერთად შეკრებილი არ მინახავს. სანამ ამ ხალხს არ ვნახავ ერთად, როგორ შეიძლება ვთქვა, თუ რას ვაპირებთ? ჯერ უნდა გავესაუბრო, მოვისმინო რა ჭკუაზე არიან, რა უნდათ. ჩვენ ჩვენი პროტესტი გვაქვს, 11 მარტს გვაქვს აქცია მონობის წინააღმდეგ. ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს რითაც შეგვეძლება დავეხმარებით, მთავარია მათ რამე უნდოდეთ“, - აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში "ლელოს" ფრაქციის კაბინეტში იკრიბება. ისინი ე.წ. უცხო გავლენების შესახებ კანონპროექტს და ამ თემასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავენ. როგორც ცნობილია, ოპოზიციის უმრავლესობა და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის რუსული და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს უქმნის. საკითხის განხილვას პარლამენტში წინა სხდომებზე ხმაური მოჰყვა. რამდენიმე დეპუტატს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პარლამენტის გარეთ კი საპროტესტო აქციაზე აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები დააკავეს. ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაუბრუნდება. 6 მარტს დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა