ანონსი 30 დეკემბერი

ანონსი  30 დეკემბერი

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის ნოემბერი

მის: ცოტნე დადიანის #30 (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

30 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.