ანონსი 2 დეკემბერი

2 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელზე - „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ხელმძღვანელი პირების ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.
მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა
საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118
2 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის - „საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის“ შედეგებს გააცნობს.
პრეზენტაციას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცეკოს წევრები და წარმომადგენლები.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.16
საკონტაქტო: თამთა ბარბაქაძე - 598 77 62 37
2 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „ტრანსნაციონალური დანაშაული“.
მის: გორგასლის ქ. #24.
საკონტაქტო პირი: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01; ხატია ჯიღაურიშვილი - 599 78 00 05
2 დეკემბერს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერით, საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისის საკრებულოში, ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
საკონტაქტო: 598 002 100
2 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თელავის მერიაში „ევროპული საქართველოს“ წევრების, ბესო დონაძისა და ნინო ორდენიძის ბრიფინგი გაიმართება
თემა: შშმ ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი, მიმართვა მერიას.
მის: თელავი, ერეკლე II-ს გამზ.16
საკონტაქტო: დიმიტრი ობოლაძე - 551 70 61 60
2 დეკემბერს, 14:00 საათზე, კასპის ტექნოპარკში ქალთა უფლებების შესახებ ქართული ფილმების ორდღიანი კინოფესტივალი გაიხსნება.
მის: კასპი, დავით აღმაშენებლის ქ. N 168.
საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 19 69 07, ოთარ კობახიძე - 599 77 58 79.
2 დეკემბერს 14:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართავს ღონისძიებას, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლზე ისაუბრებს.
მის: ვარდების მოედანი N1
2 დეკემბერს, 14:30 საათზე, ბოლნისის მუზეუმში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ (NCCE) ერთად, ახალგაზრდებთან, ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდულ ფორუმს გამართავს.
საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 21 13 00
2 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
2 დეკემბერს, 17:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ანალიტიკური დოკუმენტის „ატმოსფერული ჰაერის ინდუსტრიული წყაროებით დაბინძურება ქალაქ ფოთში - ზოგადი ჩარჩო და სამართლებრივი ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: ჭოველიძის 4ა, „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისი
საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

























