ანონსი 30 ნოემბერი

ანონსი  30 ნოემბერი

30 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

30 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, კვლევის „ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.

მის: 26 მაისის მოედანი #1

საკონტაქტო: 577 211 300

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის ოქტომბერი

მის: ც. დადიანის #30 (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: ლანა ქარდავა +995 577 15 85 72

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი - კონტაქტის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი მიქაბერიძე, მსახიობები ანანო ჩიტაძე და გიორგი პოლოლიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „საავტორო სპექტაკლის, „ფილოსოფიური ქვის“ პრემიერა, რომელიც 6 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პოფესიული კავშირი სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებსა და მძღოლებთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: „სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ შრომის ინსპექციისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; დასაქმებულებზე ზეწოლის მცდელობები“.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.43/1.

30 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

30 ნოემბერს, 14:00 საათზე, კახა კალაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მედიის კითხვებს უპასუხებს.

თემა: „კახა კალაძის სარჩელის განხილვა“.

საკონტაქტო: დიმიტრი გაბუნია - 595 25 88 88

30 ნოემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩატარდება ლექცია თემაზე: „ჰერალდიკის სახელმწიფო პოლიტიკა“.

მის: ჩარგლის ქ.N 73, აუდიტორია - 101

საკონტაქტო: მედეა წივწივაძე - 577494935;

თამარ კენჯია - 557603568

30 ნოემბერს, 15:00 საათზე, ეროვნული ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 37 (სასტუმრო „პულმანი“)

30 ნოემბერს, 15:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლები სასამართლო კოლეგიის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა T 577 148 118

30 ნოემბერს, 17:00 საათზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის, „ევროპის უნივერსიადა 2022“-ისა და „მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი #2

30 ნოემბერს, 19:00 საათზე, ა/ო „ახალგაზრდა თაობა“ გამართავს საიტის www.russia-terroriststate.org.ge პრეზენტაციას, სოლიდარობას გამოუცხადებს უკრაინელ ერს, გააპროტესტებს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და ომს.

მის: ჭავჭავაძის გამზ. 76გ (უკრაინის საელჩო)

საკონტაქტო: დავით დონერიანი - 558 77 55 74

30 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)