ანონსი 5 ნოემბერი

5 ნოემბერს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ მშრალ ხიდზე აქცია- პერფომანსს - „ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს - გაიზარდოს მინიმალური ხელფასი“ გამართავს.
მის: უზნაძის ქ. 2, მშრალი ხიდი
საკონტაქტო: 599 43 74 03
5 ნოემბერს, 12:00 საათზე, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება.
5 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება საჯარო შეხვედრა - „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი“.
სამი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია (პარტია „დროა“), ზურა ჯაფარიძე („გირჩი-მეტი თავისუფლება“) და გიორგი ვაშაძე („სტრატეგია-აღმაშენებელი“) საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13.
5 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „პულმანში“ ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართება.
საკონტაქტო: მანანა გეგია - 577 00 01 97

























