ანონსი 18 ოქტომბერი

18 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გამართავს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ'' საქართველოს კანონის პროექტზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს გამართავს.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“-ში ანტიკორუფციული მოძრაობის ორგანიზებით კონფერენცია „რატომ ვირჩევთ ევროპულ გზას“ და კვლევის „საეთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლი ქართულ ეკონომიკაში“ პრეზენტაციაზე და საჯარო დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.
მის: ლადო გუდიაშვილი ქ.N3, (სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“ )
საკონტაქტო: ვასო ურუშაძე - 599 02 40 21
18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „პიტბულების მიერ ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები - როგორია რეგულაციები ძაღლების მეპატრონეებისთვის, რა წესები უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა მებრძოლი ჯიშის ძაღლების ყოლისას? პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები: როგორ გამკაცრდება წესები და რა მოთხოვნები დაუწესდებათ ცხოველების მეპატრონეებს“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის დარბაზი
18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატით, გაიმართება პირველი შეხვედრა სახალხო დამცველის კანდიდატებთან.
https://us06web.zoom.us/j/81733383257?pwd=eCtlelJMaUZyclNvbjZKMnpIVjh2dz09
Meeting ID: 817 3338 3257
Passcode: 495044
18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში Costa Coffee-ის პირველი კვების ობიექტი გაიხსნება.
18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის წიგნების გადაცემის ღონისძიებას გამართავს.
მის: გუდიაშვილის ქ. #7 (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
საკონტაქტო: 22 52072
18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ციხე სიმაგრეების ახალი ფუნქციით დატვირთვის შესახებ, პროექტის პრეზენტაცია და ფოტო გამოფენა გაიმართება.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ქურთული ასოციაცია „რუნაის“ ინიციატივით გამოჩენილ თბილისელ ქურთ მოღვაწეებთან შეხვედრა გაიმართება.
მის: რუსთაველის გამზ. # 2, (თავისუფლების თეატრი)
18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ ბრიფინგი გაიმართება.
მის: გულუას ქუჩა N10

























