ანონსი 17 ოქტომბერი

17 ოქტომბერს, 09:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, მსოფლიო სურსათის და სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღსანიშნავად, მესტიის მუნიციპალიტეტში ღონისძიებას გამართავს.
მის: მესტია, სვანეთი
17 ოქტომბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის და კომიტეტის წევრის, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატის, გივი მიქანაძის შეხვედრა გაიმართება საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მყოფ 15 ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან სამსახურის წარმომადგენლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივის კიდევ ერთხელ მიაგებს.
17 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი განცხადებას გააკეთებს.
თემა: „ილჰამ ალიევის განცხადება აზერბაიჯანი – საქართველო – სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის საკითხის შესახებ“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
17 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის შეხვედრა გაიმართება ჩეხეთის კარიტასისა და UNFPA-ის წარმომადგენლებთან - ჯანდაცვის კანონმდებლობის ანალიზის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სამედიცინო მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის პრეზენტაციას გამართავენ.
ღონისძიებას ჯანდაცვის საყოველთაო სისტემაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელები, ექიმები და სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, თავისუფლების მოედანი 4.
საკონტაქტო: ლილი ხმალაძე - 599 27 06 46
17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, უფლებადამცველები 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კახა კალაძეს მიმართავენ.
საკონტაქტო: 598 54 94 84
17 ოქტომბერს, 12:35 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანიკენ ჰუდფელდტთან.
17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
17 ოქტომბერს, 14:00 საათზე „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით სამუშაო შეხვედრა თემაზე „ევროკავშირის დღის წესრიგი - მართლმსაჯულების რეფორმა, რეკომენდაციები, სამოქმედო გეგმა“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულია სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, პრეზიდენტის წარმომადგენელი, სახახლო დამცველის ოფისი.
მის: საჯარო ბიბლიოთეკის შენობა ლადო გუდიაშვილის ქუჩა N7 მე-3 კორპუსი
საკონაქტო: 558 70 07 27
17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას 7
17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი №307)
17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშესთან ერთად ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალს ეწვევა, რომელსაც ამერიკული მხარის თანადგომით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
მის: კედიას ქ. N7 (ყოფილი კახოვკის ქუჩა)
17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოში უკრაინის საელჩოს ეგიდით რეჟისორ ზაზა ბუაძის მხატვრული ფილმის „მოციქულების დედა“ ჩვენება გაიმართება. (დასწრება თავისუფალია)
მის: კინოთეატრი „ამირანი“.

























