ანონსი 3 ოქტომბერი

3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლა - ზეპირი მოსმენა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის გახსნითი ღონისძიება - ორგანიზებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ.
მის: თელავის ქ.N20
3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებთან.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)
3 ოქტომბერს, 10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „სავარაუდო მობილიცაზია ოკუპირებულ რეგიონებში; აფხაზეთში არსებული ვითარება და არძინბას განცხადებები მეორე ფრონტზე; ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)
3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებთან.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)
3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართება „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი" - კვლევის პრეზენტაცია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში, აგრეთვე, კომიტეტთან შექმნილი სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ ბათუმში ახალ კამპუსს გახსნის.
მის: ბათუმი, ვ. შამილაძის #30
საკონტაქტო: 577 41 01 65
3 ოქტომბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
3 ოქტომბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7
3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე" - ზეპირი მოსმენა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის დარბაზი
3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
3 ოქტომბერს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართება.
3 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიხსნება ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

























