ანონსი 29 სექტემბერი

29 სექტემბერს, 10:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა“ მიმართავს ბელარუსის ელჩს დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე.
მიმართვას უერთდება 6 არასამთავრობო ორგანიზაცია.
მის: კრწანისის 18, (ბელარუსის საელჩო საქართველოში)
საკონტაქტო: დავით დონერიანი - 558 77 55 74
29 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, პარლამენტის წევრები - დავით სონღულაშვილი და მიხეილ სარჯველაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი, ლიეტუვის ელჩი და ავსტრიის ელჩები საქართველოში. ასევე, მარეგულირებელი და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.13
საკონტაქტო: 577 255515
29 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, კამპანიას „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში დედაენის ბაღში ონკოლოგიური პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მის: დედაენის ბაღი
საკონტაქტო: მარიამ გელაშვილი - 595 110 110
29 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).
29 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
29 სექტემბერს, 13:00 საათზე, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ფეხბურთელები ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვევიან და მოსწავლეებთან საფეხბურთო მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც საუკეთესო მოთამაშეებს სიგელებითა და პრიზებით დააჯიდლოვებენ.
მის: რამიშვილის ქ. #6.
საკონტაქტო: 0322 22 16 16; 593 91 57 77
29 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების ფარგლებში პარტია „გირჩის“ წევრებს შეხვდება.
მის: საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზ.8
საკონტაქტო: 595115501
29 სექტემბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“. კამპანიის ფარგლებში პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება.
მის: ბათუმი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია.
29 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).
29 სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

























