ანონსი 6 სექტემბერი

6 სექტემბერს, 10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
6 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველების, აფხაზების და ოსების მშვიდობის სამოქალაქო პლატფორმის“ თავჯდომარე, იურისტი ნატო არღვლიანი და „ინოვაციურ საწარმოთა გაერთიანების“ თავმჯდომარე თამაზ ვაშაკიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „ბულინგი არასამთავრობო სექტორის მხრიდან და ეთიკის კომისიის მიერ NGO -ების გაერთიანების წევრობის სტატუსის შეჩერება“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
6 სექტემბერს, 10:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 C კორპუსი, II სართული)
6 სექტემბერს, 11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის ეკონომიკისა და საინვესტიციო კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)
6 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
6 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

























