ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 20 აგვისტოდან "სამხრეთ ოსეთის" დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი ორ დღეში 500-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 20 აგვისტოდან "სამხრეთ ოსეთის" დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი ორ დღეში 500-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

20 აგვისტოდან, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ადმინისტრაციული საზღვარი ორ დღეში 500-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა ორივე მხრიდან.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის სამართალდამცავი ორგანოების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან და ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის უფროსთან ვალერი ალიხანთისთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„უშიშროების საბჭოს“ გადაწყვეტილებით, სასაზღვრო დეპარტამენტმა დაიწყო ახალგორისა და ძაუს რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების გატარება.

მისი თქმით, მოსახლეობაში მღელვარება, როგორც ასეთი, არ ყოფილა.

„ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მოქალაქეები, რომლებიც ადრე გადავიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საშვის გარეშე, ვერ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ალიხანთიმ და დასძინა, რომ აუცილებელია მათი სახლში დაბრუნების მექანიზმის შემუშავება.

დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლეგ შირანმა თქვა, რომ „ქსნის ხეობისა და სინაგურო-კარძმანის ზონის მცხოვრებთა უმრავლესობა მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რესპუბლიკის მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ საზღვრის გახსნა უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე“.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 3-წლიანი იზოლაციის შემდეგ, სოფელ მოსაბრუნის და სოფელი ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა. ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა.