ანონსი 22 აგვისტო

22 აგვისტოს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დასავლეთ საქართველოს ფაროსანა უტევს, აღმოსავლეთს კი - კალია. რა მოსავალზეა გავრცელებული მავნებლები, როგორია გავრცელების მასშტაბები და როგორია ზარალი.
მის: ერწოს ქ. N11
საკონტაქტო: 599726565
22 აგვისტოს, 11:00 საათზე, საბურთალოს "გუდვილში" უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი პრომოაქცია ჩატარდება, რომლის მიზანია საქართველოს მთავარი ქალაქების ქსელებში უკრაინული საქონლის ყიდვისკენ მოწოდებაა. სიტყვით გამოვა უკრაინის დროებითი რწმუნებული - ანდრეი კასიანოვი.
22 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7
22 აგვისტოს, 20:00 საათზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

























