ანონსი 17 აგვისტო

17 აგვისტოს, 10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში ახალი სახალხო დამცველის ნომინირების წესისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
სპიკერები იქნებიან: ბაია პატარაია - საფარის აღმასრულებელი დირექტორი; ნინო დოლიძე - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი; ნიკა სომინიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მის: აკაკი გახოკიძის 11ა
17 აგვისტოს, 13:00 საათზე, წალენჯიხის IT სკოლის პირველი ნაკადის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა დაესწრება „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
მის: წალენჯიხა, თამარ მეფის #1
17 აგვისტოს, 16:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება პარტნიორი ორგანიზაციებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფთან ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

























