ანონსი 8 აგვისტო

8 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.
8 აგვისტოს, 11:45 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებით, მასტერკლასი გაიმართება თემაზე - „პოლიტიკა და კომუნიკაციები", რომელსაც ჰარვარდის პროფესორი, სტივ ჯარდინგი გაუძღვება .
მის: "ჰოლიდეი ინნ თბილისი",
საკონტაქტო პირი - ნინო ხომერიკი, 599 88 15 05
8 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7
8 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქალაქ გორში, თავდაცვის სამინისტროს აკადემიაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად, თავდაცვის აკადემიის კურსანტებს შეხვდება და ლექციას წაიკითხავს თემაზე - "საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“.
მის: გორი, თავდაცვის სამინისტროს აკადემია.
ტელ: 544 44 44 99
8 აგვისტოს, 17:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი საჯარო დისკუსიას "14 წელი ომის შემდეგ - ომის ადამიანური და სოციალური დანაკარგები" გამართავს.
მის: მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის 13.
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

























