ანონსი 30 ივნისი

30 ივნისს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით გაიმართება აქცია-პერფორმანსი „ევროპა არის ღირსეული ხელფასი“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ხელახლა განისაზღვროს და გაიზარდოს მინიმალური ხელფასი საქართველოში.
მის: მარჯანიშვილის #2. გალაკტიონ ტაბიძის ხიდი.
საკონტაქტო: 598433023
30 ივნისს, 11.:00 საათზე, ჩეხეთის საელჩოში ევროკავშირის საბჭოს, მოახლოებული ჩეხეთის პრეზიდენტობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი.
მის: ჭავჭავაძის 37
30 ივნისს, 11:00 საათზე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, სოციალური ქსელის - Facebook-ის საშუალებით ბრიფინგს გამართავს.
თემა: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.
ბრიფინგი ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/geostat.ge/
30 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
თემა: ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი და რატომ ვყიდულობთ რუსეთიდან; რა გვემუქრება „თელასის" დასანქცირების შემთხვევაში;
განახლებადი ენერგიის წყაროები.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599726565
30 ივნისს, 15:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც „საქართველოს ევროპული ფორუმის“ წევრებთან ერთად განიხილავენ ექსპერტების მიერ შემუშავებულ, ქვეყანაში მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს.
შეხვედრას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და ფორუმის წევრები.
მის: თავისუფლების მოედანი #2
საკონტაქტო ტელ: 597 78 09 75
30 ივნისს, 18:00 საათზე, ტექსელის ხეივანში, „თბილისის ეკო-ეზო“ გაიმართება.
გამომსვლელები: ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში; გიგა გიგაშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
მის: დიდი დიღომი, ტექსელის ხეივანში( „ნიკორასთან“)
საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 19 69 07
30 ივნისს, 19:00 საათზე, „სტუდია რე“ გიწვევთ ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების პარალელური ფილმების პრეზენტაციაზე. ნაჩვენები იქნება ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გარემოს დაცვის საკითხებზე.
მის: გალაკტიონ ტაბიძის #20, კავკასიური სახლი (თბილისის საკრებულოს უკან).
საკონტაქტო: 557659085
30 ივნისს, 20:00 საათზე, დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და „ჰუალინგის“ მხარდაჭერით, ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საბავშვო-გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები.
მის: სამგორის რაიონი, „ჰუალინგის დასახლება“ („ჰუალინგის“ პარკი)
საკონტაქტო: მარიამ ხაჩიძე - 595 18 98 68

























