ანონსი 29 ივნისი

ანონსი 29 ივნისი

29 ივნისს, 09:00 საათზე, კრწანისის ტყეპარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორის, ქარინ იამთინის ვიზიტის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება. გაიმართება შვედეთის მთავრობის დახმარებით გარემოსდაცვით სექტორში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია/გამოფენა.

მის: სოფელ ფონიჭალის მიმდებარედ

საკონტაქტო: ანი ლორია - 555187575

29 ივნისს, 10:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ქვეშ მყოფი იურისტების და სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭოველიძის 4ა

29 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „როგორ მიმდინარეობს ფარმაცევტული რეფორმა: რამდენად მარტივია ელექტრონული რეცეპტის მიღება.

რამდენი გენერიკული რეცეპტია გამოწერილი ამ დროისთვის. რას აჩვენებს აფთიაქების მონიტორინგი - როგორია ჯარიმების სტატისტიკა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა განახლდება.

29 ივნისს, 11:00 საათზე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ინოვაცია ე.წ. საზღვრისპირა ზონებში - „ბორდერიზაციის“ პარალელურად, მზის სადგურების დამონტაჟება მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და ხანდაზმულთა ცენტრებში - რუხში, ხურვალეთსა და ბაისუბანში.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

29 ივნისს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ გამართავს ბრიფინგს პრესისათვის, რომელიც შეეხება რუსი ბლოგერის, ინსა ოგუზის საქართველოში შემოშვების და მესამე ქვეყანაში გადასვლის დეტალებს.

მის: აკაკი გახოკიძის #11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შენობა

საკონტაქტო ტელ: 599 427737

29 ივნისს, 12:00 საათზე, სასწრაფოში დასაქმებულები, პროფკავშირებთან ერთად, ხელფასების ზრდის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მის.: ინგოროყვას 7

29 ივნისს, 15:30 საათზე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის, სვენია შულცეს ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ენერგოეფექტიანობის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტს ხელს მოაწერენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორი, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორი.

მის: სოფელ ძალისის საჯარო სკოლა