ანონსი 22 ივნისი

22 ივნისს, 09:45 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია - DFC და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და ქირურგიული დახმარების პროგრამას დააანონსებენ. მხარეები ხელს მოაწერენ საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც DFC, უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების მიზნით, AHT-ს დააფინანსებს.
მის: უშანგი ჩხეიძის #17 („ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“)
22 ივნისს, 10:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე სამართლის გამოწვევები“, ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება.
მის.: ჩარგლის ქ. 73; აუდიტორია: 101
საკონტაქტო: ანანო წივწივაძე 599 56 34 55; თამარ კენჯია -557 60 35 68
22 ივნისს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: შარტავას #7
საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი - 555 38 22 04
22 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საია ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის ეკა კიკნაძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
22 ივნისს, 11:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო წულაძე სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
საკონტაქტო: 598 43 30 23
მის: თავისუფლების მოედანი #2
22 ივნისს, 11:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამუშაო შეხვედრას გამართავს და შუალედურ ანგარიშს „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ წარადგენს. DRI-ის კვლევა ასევე მიმოიხილავს სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს. სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.13
საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი
22 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
22 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
22 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდება, რომელზეც საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია თემაზე - „მეფე ერეკლე როგორც ევროპელი ლიდერი“ მოხსენებით წარსდგება.
მის: რუსთაველის გამზ. 52; მე-3 სართულის სხდომათა დარბაზი.
22 ივნისს, 12:00 საათზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
თემა: კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, როგორ და რა ფორმით აპირებენ შეეწინააღმდეგონ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ კვირეულს 28-2 ივლისამდე.
მის: ერწოს ქ. 11
საკონტაქტო: 599 72 65 65
22 ივნისს, 14:00 საათზე, ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის „კეტარის“ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ფონდის დამფუძნებლები და მათ მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმარი - მარტინ ლინდსტრომი, მსოფლიოში აღიარებული, ნომერ პირველი კულტურისა და ბრენდის ექსპერტი.
მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი; (“რესპუბლიკა”)
საკონტაქტო: 577 40 00 10; 591 44 33 40
22 ივნისს, 14:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში პირველი გავლენის ფონდის „აქციო“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ევროკომისიისა და evpa-ს მხარდაჭერით იქმნება.
საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე - 555 10 10 40

























