ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 81- ხმით მიიღეს.

ზაალ უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე 29 მაისს განაცხადა. მან პარტიასთან ერთად, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და როგორც განმარტა, საქმიანობას მედიაში განაგრობს.