ანონსი 9 ივნისი

ანონსი 9 ივნისი

9 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

9 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოში შვედეთის საელჩოს და შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით, სასტუმრო სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით - Employment Workshop.

ღონისძიებას გახსნის შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, ხოლო გამომსვლელები არიან შვედური კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო ტელ: 577209969 ნათია

9 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

9 მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

9 ივნისს, 12:00 საათზე, ლიტვის საელჩოსთან აქცია გაიმართება - „არა ევროსოდომს საქართველოში!“

9 ივნისს, 13:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 ივნისს, 14:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბორჯომში, საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება.

9 ივნისს, 15:00 საათზე, 15.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

9 ივნისს, 18:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პრესკონფერენციას გამართავს.