ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართება

სოფელ ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 107-ე შეხვედრა გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა სხვა ინციდენტს განიხილავენ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს დააყენებენ.

ამასთან, განიხილავენ ჰუმანიტარულ საკითხებსაც, რომელთა შორის ერთ-ერთი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვაა.