ანონსი 3 ივნისი

ანონსი 3 ივნისი

3 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

3 ივნისს, 11:00 საათზე, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ „მედიაცენტრ მთავარში“, დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

თემა: რას ითხოვენ ლგბტ თემისგან და გეგმები; 6 ივნისს, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაგეგმილი აქცია; აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილი აქცია.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

3 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი, ლიზი ზუხბაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რა რეაგირება ხდება სამედიცინო სფეროში კლინიკებისა და ექიმების მიმართ პაციენტის დარღვეული უფლებებისა და პრეტენზიების დროს, რამდენი კლინიკის და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა არასწორი მომსახურების გამო. როგორ მუშაობდა სისტემა პანდემიის პერიოდში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24; 599 29 12 02

3 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ფარგლებში მართავს დისკუსიას „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან: რიინა კალიურანდი, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; ულრიხ ტიდესტრომი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში; ივანე ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელი; შოთა უტიაშვილი, საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიულ სწავლებათა ფონდის უფროსი მკვლევარი. შეხვედრას მოდერირებას გაუწევს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, მეორე სართული

3 ივნისს, 12:00 საათზე, საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებს შევხდება.

თემა: საქართველო-ევროკავშირი, წევრობის აპლიკაცია, კითხვარის შევსების პროცესი, პარლამენტის როლი, მოლოდინები.

მის: გურამიშვილის გამზირი 76, (ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა) ევროპის უნივერსიტეტის საპარლამენტო დარბაზი, 5- ე სართული საკონტაქტო: 577 22 22 80

3 ივნისს, 12:00 საათზე, 30-მდე მოქალაქე კვირას დაგეგმილი აქციის - "ერთად ევროპისკენ" შესახებ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ღონისძიების დეტალებსა და მიზნებს გააცნობს.

ბრიფინგს დაესწრებიან და აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: იულონ გაგოშიძე, ბესო სოლომონაშვილი, გოგი ხოშტარია, კოტე სულაბერიძე, ნინო სვანიძე, ნანა მაჭავარიანი, ბექა გოჩიაშვილი და სხვ.

მის: რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის ძეგლთან.

3 ივნისი, 14:00 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და საქართველოს უნივერსიტეტი კონფერენციას თემაზე: „მსოფლიოს გამოფხიზლება: ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და ისტორია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში" გამართავს.

მის: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206

3 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -0 სართული)

3 ივნისს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზ. #3-ში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის საპროტესტო აქცია.

3 ივნისს, 19:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქუთაისის იუსტიციის სახლში სამინისტროს ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.