ანონსი 12 მაისი

ანონსი 12 მაისი

12 მაისს, 10:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.

12 მაისს 10:30 საათზე, ავიაკომპანია „AIR GEORGIA”-ს პრეზიდენტი გიორგი კოდუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ავიაკომპანია „AIR GEORGIA”-ს სამომავლო გეგმები, "თბილისიდან პირდაპირი ტრანსკონტინენტური ავიარეისების პერსპექტივაზე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბიუროკრატიულ ბარიერებზე, რაც ხელს უშლის ავიაციის განვითარებას". მის: თბილისი, ვეკუას ქ.N3 (ბიზნეს ცენტრი „PIRIMZE PLAZA” მე-4 სართული) საკონტაქტო: თამარა - 555 00 30 41

12 მაისს, 14:00 საათზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან ალექსანდრ ვინიკოვთან შეხვედრას გამართავენ.

მის: საქართველოს პარლამენტი (ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” საკონფერენციო ოთახი C კორპუსი - N 140) საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

12 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ხელოვნების საერთაშორისო ფონდი ,,რეის" მხარდაჭერით

მსახიობ ნიკოლოზ ქაცარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. შეგროვებული თანხა სრულად გადაერიცხება ნიკას ოჯახს და მის მცირეწლოვან შვილებს.

საკონტაქტო - ნინი ფოჩხიძე - 555 33 22 29