ანონსი 29 აპრილი

29 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)
29 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის მარტი.
მის: ცოტნე დადიანის #30
29 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „ვითარება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმეს და 8 მაისისთვის გადაწიეს“. მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
29 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
29 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: თელავის ქ. N20
საკონტაქტო: ნათია ლეშკაშელი - 595 52 11 52
29 აპრილს, 15:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საჯარო დისკუსიას: „უკრაინის ომი და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ახალი კონტექსტები და გამოწვევები“ გამართავს.
მის: გალაკტიონ ტაბიძის 20 (კავკასიური სახლი)
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

























