ანონსი 26 აპრილი

ანონსი 26 აპრილი

26 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

26 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი.

26 აპრილს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქ.49

26 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

26 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

26 აპრილს, 15:30 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, ღონისძიება კერძო-საჯარო დიალოგი „ციფრული ტრანსფორმაციის კონცეპტუალური მოდელი საქართველოსთვის“ გაიმართება.

ღონისძიებას ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი გახსნის, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

26 აპრილს, 16:30 საათზე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებულ თემებზე სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარები გაკეთდება.

მის: მწერალთა სახლი, მაჩაბლის N13