ანონსი 20 აპრილი

ანონსი  20 აპრილი

20 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

20 აპრილს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ვადამდელ არჩევნებსა და საპროტესტო აქციებზე და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 აპრილს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, პარტიის ლიდერების ლაშა დამენიას, ბესო დონაძის და აფხაზთა კრების თავმჯდომარის მალხაზ პატარაიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ბიუჯეტში პრივატიზაციიდან დამატებით მიღებული თანხების გამოყენება დევნილთა საცხოვრებელი ფართისთვის უზრუნველსაყოფად“.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

20 აპრილს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: კონკრეტული გზები, როგორ ცდილობს რუსეთი, საქართველოს გავლით, თავი აარიდოს სანქციებს.

მის: მცხეთის ქ.49

20 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

20 აპრილს, 14:30 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო და მწვანე ალტერნატივა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და ითხვისის შესახებ გასაჯაროებული პირველადი გეოლოგიური დასკვნის შესახებ საერთო განცხადებას გაავრცელებენ.

მის: სოციალური სამართლიანობის ცენტრის ოფისი (ი. აბაშიძის 12ბ)

საკონტაქტო: სალომე აჩბა, 593 737 503

20 აპრილს, 14:50 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში, გაიმართება შეხვედრა თემაზე: „დისკუსია ერთიანი ევროპული სივრცის თაობაზე - იდეები და დღევანდელი გამოწვევები“, რომელსაც გაუძღვება პოლონელი ექსპერტი, დოქტორი მიხალ კუზი.

შეხვედრას დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩი.

მის: კოსტავას 75ბ

საკონტაქტო პირი: ნინო ხომერიკი - 599881505

20 აპრილს, 17:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გიული ალასანია გამართავს პრესკონფერენციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.

მის: გ.სააკაძის დაღმართი 10

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი 599880908

20 აპრილს, 18:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის მისიის მხარდაჭერით კონფერენცია „საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში“ გაიმართება, რომელიც არის მცდელობა გაიხსნას დისკუსია საქართველოში არსებული სახელფასო პოლიტიკის გაანალიზების გარშემო.

კონფერენციაში მონაწილეობას პროფკავშირის წევრები, მშრომელები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის დარგის ექსპერტები მიიღებენ.

მის: კავკასიური სახლი, გალაქტიონ ტაბიძის ქ. 20

საკონტაქტო: 593138087 - რევაზ კარანაძე