ანონსი 13 აპრილი

13 აპრილს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრის ორგანიზებით პანელური დისკუსია თემაზე - „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ISET-ის და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია, შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი, ქართველი და უკრაინელი ექსპერტები, საბანკო და საფინანსო სფეროს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მის: კოსტავას ქ.14, სასტუმრო „რუმსი“, გარდენ ჰოლი
13 აპრილს, 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ საჯარო დისკუსიას - „ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი“ და კვლევის პრეზენტაციას - „საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვის და გატარების პერსპექტივა“ გამართავს .
ღონისძიებას დაესწრებიან: პოლიტიკოსები, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები და ექსპერტები.
მის: ცურტაველის ქუჩა N2 (სასტუმრო „სოლე პალასი“/ Hotel Sole Palace)
საკონტაქტო: ანი გაბელია - 551 633 644
13 აპრილს, 11:00 საათზე, „ლელოს“ გუნდი პარტიის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის წარმატებულად შევსების პროცესის თაობაზე ხედვას წარადგენს.
მის: სადგურის მოედანი 2
13 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და დაგეგმილი სიახლეები. რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემის ამოქმედება: ექიმი ვალდებულია, მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს".
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო : 593 53 45 24
13 აპრილს, 11:30 საათზე, სამხედრო ექიმი, სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორი ამური რევიშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინის ომი - ომში დაუშვებელი წესები, ქიმიური იარაღი და „ზარინი“, რომლის გამოყენებაც, სავარაუდოდ, უკრაინაში მოხდა.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65
13 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის დარბაზი
13 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
13 აპრილს, 12:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიასა და აკაკი ბობოხიძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: უკრაინაში ქართული ოცნების ვიზიტი - საპარლამენტო ოპოზიციის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ პოზიცია.
მის: ბარნოვის 40
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - +995 597 040 608 მაკუნა ჟვანია - +995 599 434 308
13 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა თბილისისთვის“ ბრიფინგს გამართავს.
თემა: „კახა კალაძის კავშირი და მხარდაჭერა პრო-რუსულ ჯგუფებს“.
მის: თავისუფლების მოედანი #4
13 აპრილს 15:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობის გაუმჯობესებისადმი მიძღვნილი სემინარი, რომელსაც მართავს “USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“.
ღონისძიებას მიესალმებიან USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სხვა წარმომადგენლები.
მის: თელავის ქ.20
13 აპრილს 19:00 საათზე, მწერალთა სახლში „პალიტრა L“-ის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოცემული კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ივანე მაჩაბლის ქ.13

























