ანონსი 12 აპრილი

12 აპრილს, 10:00 საათზე, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.
მის: კოსტავას ქ.N14. სასტუმრო „სტამბა“
საკონტაქტო: ია ვეკუა - 577 25 55 91
12 აპრილს, 10:45 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ეპიდსიტუაცია საქართველოსა და მსოფლიოში. რატომ არის კოვიდაფეთქება ჩინეთში. მოსალოდნელია, თუ არა ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმება ზაფხულში“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
12 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართება.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გახსნის.
მის: თელავის ქუჩა N20
12 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის დარბაზი
12 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
12 აპრილს, 12:30 საათზე, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ორგანიზებით, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რეგიონში მცხოვრების სტუდენტების პრობლემებთან დაკავშირებით განათლების მინისტრს მიმართავენ.
მის: ჭავჭავაძის 35 ა („აქსის თაუერსი“, მე-5 სართული-ტერმინალი)
საკონტაქტო: 598 43 30 23
12 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზიდან 40-ზე მეტი ქართული კომპანია უკრაინის მეწარმეთა და ინდუსტრიალისტთა ლიგის პრეზიდენტთან ანატოლი კინახთან ონლაინფორმატში შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი.
მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართ.
საკონტაქტო ტელ.: 598 544 415
12 აპრილს, 14:00 საათზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
12 აპრილს, 15:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეჟისორ, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - „კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ფურცელაძის ქ.1

























