ანონსი 7 აპრილი

7 აპრილს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სატყეო მრავალუწყებრივი სამუშაო ჯგუფის ეროვნული სემინარი გაიმართება.
შეხვედრას გახსნიან: CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ კარნერი; ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი;
მის: ვარდების მოედანი N1
საკონტაქტო: 995 599 877 808
7 აპრილს, 09:15 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
7 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).
7 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლებს და ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. #3
7 აპრილს, 11:00 საათზე პარლამენტში "ლელოს" გუნდი წარადგენს რეზოლუციას უკრაინის შესახებ. რეზოლუციის ძირითადი შინაარსი შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის და საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორცილებულ სამხედრო აგრესიას.
პარლამენტი. სხდომათა დარბაზთან
7 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ „გარდენ ჰოლში" სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
პროგრამის პრეზენტაციას სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი გამართავს, პრეზენტაციის შემდეგ Q&A სესია გაიმართება.
საკონტაქტო: მარი ჯავახიშვილი -591 97 48 09
7 აპრილს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველოს" თავმჯდომარის, არნოლდ სტეფანიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში დასაქმების საკითხი. მიმართვა საქართველოში მოქმედ კერძო და სამოქალაქო სექტორს.
რამდენიმე დღეში უკრაინელებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსი ამოქმედდება".
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
7 აპრილს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „საფარის" პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც საქართველოში გაუპატიურების მსხერპლი გახდა“.
საკონტაქტო: 598 856 333
7 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს შორის შეხვედრა 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
A 304 (კონსტიტუციის დარბაზი).
7 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
7 აპრილს, 13:00 საათზე, პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების შეხვედრა საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
7 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა - „ტურიზმის შესახებ" კანონპროექტის პრინციპების განხილვა.
კახეთი, სასტუმრო რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული.
7 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის ორგანიზებით პოეტ რაულ ჩილაჩავასთან შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, - 1 სართული).

























