ანონსი 5 აპრილი

5 აპრილს, 10:00 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობა კვლევის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „კონსერვატიული მოძრაობის“ (ალტ-ინფოს) შემომწირველებს ეხება.
მის: ფერისცვალების ქუჩა 20/22
საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118
5 აპრილს, 10:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართება საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
5 აპრილს, 10:50 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
5 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
5 აპრილს, 11:00 საათზე, კულტურის მინისტრის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორ ნინო დოლიძესთან და ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ქეთი ხუციშვილთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ჭოველიძის 4ა.
საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51
5 აპრილს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.
მის.: წერეთლის 144, სამინისტროს მე-8 სართული.
საკონტაქტო: თათია წერეთელი - 599 499 004
5 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: „ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება.
რა ზარალი მიადგა სარესტორნო სფეროს კოვიდპანდემიის დროს და როგორი მდგომარეობაა დღეს სექტორში“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
5 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
5 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის" „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).
5 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).
5 აპრილს, 14:00 საათზე, დიაბეტიანი ბავშვების მშობლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.
საკონტაქტო: თამარ ლაფაჩი - 598 50 08 51; მაია გეფერიძე - 577 68 60 92
5 აპრილს, 15:00 საათზე, ტექნოპარკში, „Schaffhausen Institute of Technology და Jacobs University Bremen“-ის კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა
5 აპრილს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, მხატვარი ია მჭედლიშვილი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ წარმოადგენენ გამოფენას - „ცვლილებათა შორის“.
გამოფენა ეხმიანება აგრესიას, ტერორსა და სისასტიკეს, ეპოქების ცვლილებას. ეს არის რუსული ტერორის შესახებ ინფორმაციისა და ექსპრესიის სინთეზი აწმყოში.
მის: გია ჭანტურიას ქუჩა 8
5 აპრილს, 18:30 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო აქცია.
მოხდება საგალობლების წარმოდგენა, სადაც ლია სალაყაიას და ანსამბლ სამების სახელით უკრაინიდან დევნილ ოჯახება გადაეცემათ დახმარება.
5 აპრილს, 21:30 საათზე, „ლელოს“ ლიდერები და მხარდამჭერები უკრაინის საელჩოსთან სიმბოლური აქციით პატივს მიაგებენ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას.

























