ანონსი 2 აპრილი

ანონსი  2 აპრილი

2 აპრილს, 10:30 საათზე, ბათუმში, აჭარის ცესკოს საოლქო კომისიიდან ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგები ასევე გაიმართება 15:00 და 18:00 საათზე.

2 აპრილს, 12:00 საათზე, ქუთაისში საკურას 50 ნერგს დარგავენ.

მის: ნიკეას ქუჩა

საკონტაქტო: რუსუდან გვერწდითელი - 557 521 557

2 აპრილს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მთავრობის კანცელარიის წინ საწვავის გაზრდილ ფასთან დაკავშირებით აქცია-პერფომანსს ​- „იფიქრეთ და იმოქმედეთ!!" გამართავს.

მის:ინგოროყვას 7

საკონტაქტო: 598433023

2 აპრილს, 12:30 საათზე, პარლამენტთან 3 აპრილს ჩანიშნული აქციის „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორები ფლაერებს დაარიგებენ და განცხადებას გააკეთებენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 აპრილს, 13:00 საათზე, ავჭალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამრთავს.

ადგილობრივები დაზიანებული გზის მოწესრიგებას ითხოვენ.

მის: წყალსადენის ქუჩა („გორგიას“ საწყობთან) .

საკონტაქტო: დარეჯან ფირცხალეიშვილი - 571 069 824

2 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები და საპატიო კონსულები, თბილისის საჯარო სკოლებში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს უმასპინძლებენ.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული)