2020 წლიდან 2022 წლის მარტამდე, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ 2440 მოქალაქეს გაეწია

ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ 2020 წლიდან 2022 წლის მარტამდე, ჯამში, 2440-მა მოქალაქემ ისარგებლა.
მათ შორის, 2020 წელს - 892 ადამიანმა, 2021 წელს - 1248 ადამიანმა, ხოლო 2022 წლის პირველ სამ თვეში, 300-ზე მეტმა პაციენტმა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, გარდა „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამისა“ ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს კორონავირუსის მკურნალობის მიზნითაც გაეწიათ მომსახურება. მიღებული კოვიდპაციენტების ჯამური ოდენობა კი 2022-2021 წლებში 862 ადამიანს შეადგენს. მათგან 2020 წელს – 262 ადამიანი, ხოლო 2021 წელს 600 ადამიანი.

























